სიახლეები

სოფლის განვითარება

2020 წლის 1-ლ ივლისს, „ბავშვთა ფონდი საქართველოში“ იწყებს პროექტს- სოფლის რესურსების განვითარება სოციალური მეწარმეობით.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს საქართველოს ხუთ რეგიონში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და კახეთში მცხოვრები 1000 მოსწავლის შერჩევას 20 სხვადასხვა სკოლიდან. შერჩეული მონაწილეებიდან შეირჩევა პოტენციურ მეწარმეთა ჯგუფი, რომელთაც სოფლის რესურსების გამოყენებით ბიზნეს საქმიანობის წამოსაწყებად გრანტი გადაეცემათ.

 

კურიკულუმის განვითარება

„ბავშვთა ფონდი საქართველოში,“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დისკუსიას მართავს სპეციალიზირებული კურიკულუმის „სოფლის რესურსების განვითარება სოციალური მეწარმეობით“ შექმნის თაობაზე.

სამინისტროსგან კურიკულუმის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება არჩევითი საგნის დანერგვა და მე-12 კლასელებისათვის სწავლება. ასევე, იგეგმება მასწავლებლების გადამზადება საგნის ეფექტური სწავლებისათვის. ამჟამად, CFiG მის სტრატეგიულ პარტნიორთან, ბავშვთა ფონდ გერმანიასთან ერთად მოლაპარაკებებს მართავს კურიკულუმის განვითარების, მასწავლებელთა გადამზადებისა და სახელმძღვანელო მასალების შექმნისათვის საჭირო დაფინანსებაზე.

 

სკოლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერა

„ბავშვთა ფონდი საქართველოში“ მხარს უჭერს სოფლის სკოლების ბიბლიოთეკებს და მათ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის მიწოდებით ეხმარება.

ორგანიზაციის მიზანია სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მხარდაჭერა და მათში კითხვის ინტერესის გაზრდა. პროექტის ფარგლებში, 2019 წლის დეკემბერში, „ბავშვთა ფონდმა საქართველოში,“ ბარისახოს საჯარო სკოლას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა და მომავალში ამ საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.

 

საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა

„ბავშვთა ფონდი საქართველოში”, მხარს უჭერს ბავშვების განვითარებასა და დაცვას.

ორგანიზაციას აქვს საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა, რომელიც გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას გულისხმობს. 2020 წლის აპრილისა და მაისის თვეში, „ბავშვთა ფონდმა საქართველოში,“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბოშათა 73 და მესხთა 85 ოჯახს.
საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა 2019 წლის ოქტომბრიდან დაინერგა და დღემდე 150-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა. პროგრამის მასშტაბების გაფართოებისათვის და გაჭირვებული ოჯახებისათვის საკვები პროდუქტების ხარჯების განაწილების მიზნით CFiG მოლაპარაკებებს აწარმოებს უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელ კარფურთან.

 

შეხვედრა აჭარის განათლების დეპარტამენტის უფროსთან

„ჩაილდ ფანდ ინ ჯორჯია“-ს გუნდი ნინო ოსიტაშვილის, გაი დე ფონტგალანდის, ქეთევან ტვილდიანისა და თამარ ზვიადაძის შემადგენლობით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსს, ნაზიბროლა ბერიძე გაბაიძეს შეხვდა ბათუმში, 2020 წლის 13 ივლისს. შეხვედრაზე ჩაილდფანდმა, განათლების დეპარტამენტის უფროსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ერთწლიანი პროექტის შესახებ, რომლის სახელწოდებაა- სოფლის რესურსების განვითარება სოციალური მეწარმეობის გზით.

პროექტი დაიწყო 2020 წლის 1-ლ ივლისს და ფინანსდება გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიერ. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს საქართველოს 5 რეგიონში, 1000 მოსწავლის გადამზადებას.პროექტის მონაწილე 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდები, არაფორმალური განათლების გზით, გაიღრმავებენ ცოდნას ადგილობრივი სოფლის რესურსების პოტენციალისა და მათი მომგებიანი ათვისების შესახებ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ადგილობრივი რესურსების გამოყენებითა და საჭიროებების გათვალისწინებით, მიკრო საწარმოების დაგეგმვისა და დაფუძნების წახალისება.

 

ბავშვთა ფონდი საქართველოს სკოლებში იწყებს ინოვაციურ პროექტს გერმანიის ფედერალური ოფისის დაფინანსებით. 

ა(ა)იპ „ჩაილდ ფანდ ინ ჯორჯია“ „ბვაშვთა ფონდი გერმანიასთან“ (ChildFund Deutschland)   თანამშრომლობით (ChildFund in Georgia) ახორციელებს ერთ-წლიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ტრეინინგები სოფლის რესურსების გამოყენებასა და სოციალური მეწარმეობაზე. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის 

სამინისტროსთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს საქართველოს 5 რეგიონის 20 სკოლის 1000 მოსწავლის ტრეინინგს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში არსებული რესურსების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოციალური მეწარმეობის საშუალებით ეკონომიკის განვითარებას.      

პროექტი ფინანსდება გერმანიის ფედერალური ოფისის მიერ და არის  საქართველოს მთავრობასა და  გერმანიის მთავრობის ფედერალურ ოფისს შორის თანამშრომლობის ნაწილი. 

პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს 1000 მოსწავლის ტრეინინგს 20 სკოლაში, ხოლო მეორე ეტაპისთვის ტრეინინგი ჩაუტარდებათ შერჩეულ 100 მოსწავლეს. აღნიშნული 100 მოსწავლიდან კი შეირჩევა 40 საუკეთესო იდეა. თითოეული შერჩეული სამეწარმეო იდეა მიიღებს გრანტს 250 ევროს ოდენობით, რაც დაეხმარება მოსწავლეებს იდეების განხორციელებაში. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ იდეები მიკრო მეწარმეობაზე, რომელიც დაეფუძნება სოფლის რესურსების გამოყენებას, იქნება ეს ადამიანური რესურსები თუ ბუნებრივი.

პროექტის იდეა დაფუძნებულია სოცალურ მეწარმეობაზე, რომელიც დღეს-დღეობით მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. პროექტის მიზანია საზოგადოების განვითარება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტი ასევე შეესაბამება გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნის ჩარჩოს. პროექტზე მუშაობენ პროფესიონალები ბავშვთა ფონდ საქართველოდან, 10 კვალიფიცირებული ტრენერი, 10 პროექტის ასისტენტი, კურიკულუმის სპეციალისტები, 20 მასწავლებელი 20 სკოლიდან, მენტორები და ორი ექსპერტი გერმანიიდან. 

ბავშვთა ფონდი საქართველო არის ამ ერთწლიანი პროექტის მენეჯერი რომელიც დაიწყო 2020 წლის ივლისში.

 

"ჩაილდფანდ ინ ჯორჯია"-ს პროექტის პრეზენტაცია

პარასკევს, 18 სექტემბერს „ჩაილდფანდ ინ ჯორჯია’’-მ გამართა პროექტის პრეზენტაცია ტრენინგი სახელწოდებით ,,სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით“. ღონისძიებას ესწრებოდა 20 ტრენერი და პროექტის ასისტენტი, რომლებიც შექმნიან პროექტის მთავარ გუნდს. სემინარი ჩატარდა თბილისში, სასტუმრო დ’პლაზას აუდიტორიაში.

ღონისძიებას წარუძღვა „ჩაილდფანდ-ინ-ჯორჯიას“-ს დირექტორი და მრჩეველი გაი დე ფონტგალანდი, რომელმაც წარადგინა 90 წუთიანი პრეზენტაცია თემაზე: სოციალური მეწარმეობა და შედეგზე ორიენტირებული ინვესტირება. ამას მოჰყვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისა და კრისტალის ფონდის თავმჯდომარის, არჩილ ბაკურაძის პრეზენტაცია სოფლის მეწარმეობის გააქტიურებასა და სოფლად ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ხელახლა აღმოჩენის თემაზე.  პრეზენტაციების შემდეგ, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი აზრები და იდეები გაუზიარეს. დამსწრეებს,  მოსწავლეებთან ტრენინგების ჩასატარებლად, გადაეცათ სოციალური მეწარმეობის კომპენდიუმი, რომელიც  ბავშთა ფონდის მიერ შემუშავდა.

ნინო ოსიტაშვილმა, „ბავშთა ფონდ გერმანიის“ ქვეყნის წარმომადგენელმა და „ჩილდფანდ ინ ჯორჯია“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მონაწილეებს პროექტის და მისი განხორციელების დეტალები გააცნო.

სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით ერთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს 5 რეგიონის, 20 სკოლის 1000 მოსწავლის გადამზადებას თუ როგორ შეიძლება სოფლის რესურსების ინოვაციური  გამოყენებით, მიკრო საწარმოების დაგეგმვა და დაფუძნება. პროექტის მიზანია  ახალგაზრდების საფუძვლიანი ინფორმირება სოფლის რესურსების და ამ რესურსების სათანადო დაფასების შესახებ, რათა შეფერხდეს მათი გადინება სოფლებიდან ქალაქებში.  

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ბავშთა ფონდ გერმანიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული მხარდაჭერით.