პროექტები

 

Allaipiddy pix 3-project2

ცოდნისა და უნარების გაძლიერება: საქართველოში ოპერირების მთავარი თემა, ბავშვებისათვის იმ ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობაა, რაც მათ მომავლის დაგეგმვაში დაეხმარებათ. ამ მიზნის მისაღწევად, „ბავშვთა ფონდი საქართველოში,“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, „სოფლის რესურსების განვითარების“ თემაზე ტრენინგებს ატარებს რეგიონში მცხოვრები ბავშვებისათვის.

 

 

Allaipiddy pix 3-project2

სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობის დახმარებით: „ბავშვთა ფონდი საქართველოში“ ბავშვთა ფონდ გერმანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს ერთწლიან პროექტს, რომელიც შედგება ტრენინგებისა და აქტივობების რამდენიმე ეტაპისგან და გეგმავს საქართველოს ხუთ რეგიონში მცხოვრები 14-დან 17 წლამდე ასაკის 1000 მოსწავლის ტრენინგს თემაზე „სოფლის განვითარება სოციალური მეწარმეობით". პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში საქართველოს 20 სკოლიდან შეირჩევა მოსწავლეების მიერ წარდგენილი მცირე საწარმოების იდეები და მოხდება მათი წახალისება მცირე გრანტებით. ამ პროექტის მიზანია სტუდენტებისთვის თვითუზრუნველყოფის მნიშვნელობის და სოფლის რესურსების გონივრულად და მომგებიანად ათვისების გაცნობა. ასევე, მათი ხედვის გაფართოება განვითარებადი ეკონომიკებისა და შესაძლებლობების თაობაზე.

 

Allaipiddy pix 3-project2

სოციალური და ემოციური ინტელექტი: სოციალური და ემოციური ინტელექტის პროექტის მიზანია ბავშვებში პიროვნული უნარების განვითარება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში წარმატებულ ადაპტაციას. ტრენინგები ტარდება რეგიონში მცხოვრები ბავშვებისათვის და მიზნად ისახავს ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, ემპათიასა და ემოციების მართვის უნარების განვითარებას.

 

Allaipiddy pix 3-project2

ბავშვთა უფლებების დაცვა: ბავშვთა ფონდი გეგმავს საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას ბავშვთა დაცვისა და უფლებების საკითხებზე. ეს ბავშვთა ფონდის უმთავრესი მისიაა მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობადობის გაზრდა და იმის გაცნობიერება, რომ ისინი სტრესისა და წნეხისაგან თავისუფალ, მშვიდ გარემოში უნდა ცხოვრობდნენ.

 

Allaipiddy pix 3-project2

ჯანმრთელობა და კვება: ბავშვთა ფონდი გეგმავს საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას ჯანმრთელობისა და კვების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება ბავშვებისათვის სწორი კვებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებაზე. ტრენინგები ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას ჯანსაღი კვების, ალკოჰოლისა და ნაროკიტული ნივთიერებების მავნებლობის, სპორტისა და რეგულარული ვარჯიშების მნიშვნელობის შესახებ.

 

Allaipiddy pix 3-project2

საზაფხულო ბანაკები: ბავშვთა ყოველდღიურობის გახალისებისა და მათთვის პოზიტიური ენერგიის გამომუშავების მიზნით, „ბავშვთა ფონდი“ სპორტისა და მუსიკის ინტენსიური ტრენინგების ორგანიზებას გეგმავს. სპორტული აქტივობები წვრთნებსა და სკოლებს შორის შეჯიბრს მოიაზრებს. მუსიკალური აქტივობები თერაპიულ ღირებულებას ატარებს და ბავშვებს კრეატიულობის განვითარებასა და საკუთარი მუსიკის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს.

 

Allaipiddy pix 3-project2

საკვები პროდუქტებით დახმარება: საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა ფონდი უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ბავშვებს სურსათით ეხმარება. სრულფასოვან კვებაზე წვდომა ბავშვების ჯანმრთელობისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. 

 

Allaipiddy pix 3-project2

დისტანციური ტრენინგები: „ბავშვთა ფონდი საქართველოში,“ ატარებს დისტანციურ საგანმანათლებლო ტრენინგებს ნებისმიერი მსურველი ბავშვებისათვის განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა. დისტანციური ტრენინგები მცირე 15-20 კაციან ჯგუფებთან ტარდება ტრენინგებისა და მონაწილეების პირდაპირი ინტერაქციითა და უკუკავშირით.