„ბავშვთა ფონდი საქართველოში“ ადგილობრივად დარეგისტრირებული არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის სტრატეგიული პარტნიორი 66 ქვეყანაში მომუშავე, „ბავშვთა ფონდის ალიანსის“ წევრი-ბავშვთა ფონდ გერმანიაა. (ChildFund Deutschland). ორგანიზაციებს შორის გაფრომებული შეთანხმება განსაზღვრავს „ბავშვთა ფონდის“ საქართველოში ოპერირების პროტოკოლსა და აქტივობებს. „ბავშვთა ფონდის“ მისიაა საქართველოში ბავშვთა განათლების, დაცვისა და კეთილდღეობის მხარდაჭერა და გაძლიერება იმ ამოცანებსა და მიზნებზე დაყრდნობით, რაც „ბავშვთა ფონდის ალიანსს“ გააჩნია. „ბავშვთა ფონდი საქართველოში“ მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე, ბავშვების განვითარებაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.